ბოლო ამბები
მაისი 27, 2024

გაჩალიჩებაც ასეთი უნდა! საინტერესოა, მიშას ორი ვარსკვლავის, ჭიჭეს და ხაბეს მოსაზრება – დავით ჩიხელიძე

სექ13,2023
გაზიარება

“გაჩალიჩებაც ასეთი უნდა, საინტერესოა, მიშას ორი ვარსკვლავის, ჭიჭეს და ხაბეს მოსაზრება, გაბედავენ და იტყვიან მიშაზე დასაჭერიაო თუ ვერა.?! – ასე ეხმიანება ორგანიზაცია “რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის” ხელძღვანელი დავით ჩიხელიძე “კურიერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის გამოყოფილ საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით:

გაჩალიჩებაც ასეთი უნდა, მიშას საქმეში ახალი ეპიზოდი გაჩნდა, საქმე სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას შეეხება, რითაც გამოიძიება აუცილებლად უნდა დაინტერსდეს.

საზოგადოებამ მხოლოდ დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ იცოდა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის პირად კომფორტზე თავდაცვის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო ბიუჯეტის პირად საფულედ ქცევა დაუშვებელი და მიუღებელია.

საინტერესოა, მიშას ორი ვარსკვლავის ჭიჭეს და ხაბეს მოსაზრება, გაბედავენ და იტყვიან მიშაზე დასაჭერიაო თუ ვერა?!  – ფაქტობრივად,  “ნაცები” კუთხეში არიან მომწყვდეულები” – წერს ჩიხელიძე.

ამ თემაზე:

სხვა ამბების წაკითხვა