ნინო ლომჯარია ეხმიანება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, ოთარ ფარცხალაძის ანგარიშებზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით:
“მოკლედ, რა იქნება ამის შემდეგ: ამერიკული სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის საბანკო სისტემის მიერ იწვევს გარდაუვალ და უფრო მძიმე სანქციებს. ეს სანქციები უკვე შეეხებათ არა მხოლოდ ფარცხალაძისნაირ რუსეთის აგენტებს, არამედ, მთლიანად საბანკო სისტემას, ბიზნესს, რიგით მოქალაქეებს.
ის რომ ევროკავშრის სტატუსი ცხვირწინ გამოგვაცალეს არ ეყოთ და ახლა იზოლირებულ და დასანქცირებულ ქვეყნად უნდათ რომ გვაქციონ!
ნათია თურნავა ხარ თუ ვინც ხართ მანდ საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia დროზე გააუქმეთ ეგ სამარცხვინო ბრძანება სანამ მოთმინება გვყოფნის, რუსეთის აგენტებს გადაგაყოლებინებთ ახლა ზუსტად ამ ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს! სამარცხვინოებო თქვენ!”- წერს ლომჯარია ფეისბუქზე.
ამ თემაზე:
ეროვნული ბანკი ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს