ბოლო ამბები
17/02/2025

ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა გადამღებ ჯგუფს – ნოდარ მელაძე

გაზიარება

“ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს, წაართვა სამაუწყებლო აპარატურა რომელსაც ამ დრომდე არ აბრუნებს.”– წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.

“შაბათის ეთერის აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ, ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ, წაართვეს ტელეფონი ჩვენს ჟურნალისტს მარიამ გაფრინდაშვილს,  სავარაუდოდ ცდილობდნენ მობილურიდან მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას”- წერს მელაძე და მიმართვას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და მთავარ პროკურატურას:

სპეციალური საგამოძიებო სამსახური –  ჟურნალისტებზე თავდასხმის თაროზე შემოდებული საქმეების რიგში უნდა ჩაწეროთ ეს, თუ რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძის დაცვაა თქვენთვის მთავარი?

საქართველოს პროკურატურა – ზედამხედველობას ახორციელებს პროკურატურა და ველოდებით თქვენს რეაგირებას.”- წერს მელაძე.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის გადაცემისა და ტელეკომპანია “ფორმულის” საჰაერო გადაღების კამერები დღეს ოთარ ფარცხალაძის კერძო სახლის თავზე დაფრინავდნენ და იღებდნენ მის ეზოში არსებულ ვითარებას, ასევე სავარაუდოდ დააფიქსირეს ოთარ ფარცხალაძე, რომელიც შინ იყო.

ინციდენტი და დაპირისპირება კი მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტებმა მას სახლში მიაკითხეს და ადგილსამყოფელის დადგენა მოისურვეს, რა დროსაც დაცვამ რეაგირება მოახდინა.

სხვა ამბების წაკითხვა