ბოლო ამბები
11/10/2024

“ფაზისის აკადემიის” ცნობით, ნანა ყეინიშვილი არ ყოფილა მათი წევრი და არც აკადემიკოსის წოდებებს არ ანიჭებენ

გაზიარება

“ფაზისის აკადემია” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი ნანა ყეინიშვილი არ ყოფილა მათი აკადემიის წევრი:

“ქალბატონი ნანა ყეინიშვილი არ გახლავთ ფაზისის აკადემიის წევრი.
ფაზისის აკადემია არ გაცემს „ოქროს დიპლომებს“ და არავის ანიჭებს აკადემიურ წოდებას „აკადემიკოსს“.”– ნათქვამია განცხადებაში.

ნანა ყეინიშვილს ბიოგრაფიაში უწერია, რომ არის “ფაზისის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი ოქროს დიპლომით, რომელიც 2022 წელს მიიღო.

ინფორმაციის განახლება: 23.09.2023

აღმოჩნდა, რომ აკადემიის წოდება ნანა ყეინიშვილს მიენიჭა ფაზისის საერო -სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის მიერ, რომელიც სხვა დაწესებულებაა და არ აქვს საერთო “ფაზისის აკადემიასთან”.

ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა ეროვნული ბანკის საბჭოში.

ნანა ყეინიშვილი 2016 წლამდე “ქართული ოცნების” წევრი იყო და მან პარტია იმ მიზეზით დატოვა, რომ კვლავ “ნაციონალები” იყვნენ წამყვან პოზიციებზე.

სხვა ამბების წაკითხვა