ბოლო ამბები
12/02/2025

უკვე დღეიდან, დაიწყება მასირებული და ორკესტრირებული შეტევა ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ – კონსტანტინე მორგოშია

გაზიარება

“კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ეხმიანება ხელისუფლბის გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ:

“კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, როგორც ადრე აღვნიშნე, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი თავისი შინაარსით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ღიად ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების მისამართით ბევრად უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას, რაც გულისხმობს მათი საქმიანობის აკრძალვას და სრულ განეიტრალებას.

როგორც გაფრთხილებდით, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ “ქართულ ოცნებას” არ ეყოფოდა უნარი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე მიეყვანა აღნიშნული კანონპროექტის მიღებისა და განხორციელების პროცესი, ეს ასეც მოხდა.

სურათი ნათელია, “ქართულ ოცნებაში” დაყოფილმა და ჩაბუდებულმა ძალებმა, მოქმედება დაიწყეს. ამ მოქმედების მიზანსა და შინაარსს კი უკიდურესად გამარგინალებული და მომაკვდავი ულტრა-ლიბერალური ფლანგის რეაბილიტაცია და გაცოცხლება წარმოადგენს.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული კანონპროექტის ფორმირება, რომელიც ამ კონკრეტულ მომენტში, საჭიროებაზე მეტად პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა.
ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე დღეიდან, დაიწყება მასირებული და ორკესტრირებული შეტევა პრემიერ – ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.

ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, კი კიდევ უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს საქართველოში ე.წ. “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობები.

ეს ყველაფერი დიდი ხნის წინაც ლოგიკური და პროგნოზირებადი იყო, თუმცა სანერვიულო არაფერია, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას.

საჭირო დროს და საჭირო მომენტში, ჩვენ ვიტყვით ჩვენს სიტყვას და ყველაფერს თავის ადგილზე დავაყენებთ. ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძოლებთ და გარწმუნებთ, რომ ეს ბრძოლა, ქართველი ხალხის უპირობო და ულაპარაკო გამარჯვებით დაგვირგვინდება.”- წერს მორგოშია.

სხვა ამბების წაკითხვა