27/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაყალიბებთ მოძრაობა “ანტი-მაიდანს” – “ალტ-ინფო”-ს ლიდერების განცხადება

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი
შრიფტის ზომა:

“ალტ-ინფო”-ს ლიდერების გადაწყვეტილებით, იქმნება მოძრაობა “ანტი-მაიდანი”, რომელიც მიმართული იქნება იმ პირებისა თუ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც შესაძლოა საქართველოში გეგმავდნენ არეულობასა და სახელმწიფო გადატრიალებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა შესაძლო არეულობის შესახებ, რომელიც, მათვე ცნობით ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაიგეგმა და რომელშიც ორგანიზატორებად მოიაზრებიან უკრაინაში მყოფი გია ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი.

მოძრაობა “ანტი-მაიდანი”-ს შესახებ სხვა დეტალებზე ინფორმაცია 25 სექტემბერს,12:00 საათზე,  საგანგებო ბრიფინგზე გახდება ცნობილი.