ბოლო ამბები
17/09/2024

თუ არ გინდა, რომ დამწვარ თბილისს უყურო და შენი ოჯახის წევრები დაფლეთილები ეყარონ ქუჩაში, მოგიწევს ბრძოლა – ზურაბ მახარაძე

გაზიარება

“თუ არ გინდა, რომ დამწვარ თბილისს უყურო და შენი ოჯახის წევრები დაფლეთილები ეყარონ ქუჩაში, მოგიწევს ბრძოლა”- განაცხადა კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, სადაც მათ მიერვე დაფუძნებული ახალი მოძრაობა “ანტი-მაიდანი”-ს შესახებ ისაუბრა.

მოძრაობა “ალტ-ინფო”-ს ლიდერებითა და მათი მხარდამჭერებით დაკომპლექტდება, რაშიც, მათი თქმით უნდა ჩაერთოს ყველა ის ადამიანი, ვისაც სურს ქვეყანაში მშვიდობა.

ზურაბ მახარაძის განცხადებით, ცხადდება მხარდამჭერებისა და თანამოაზრეების მობილიზაცია, თუმცა, არ არის ცნობილი, თუ როდის დადგება მათი საჭიროება, რადგან ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ე.წ მაიდანის ორგანიზატორებმა დაიწყონ მოქმედება, რასაც მათი მხრიდან მომზადებული პასუხი უნდა მოჰყვეს.

მახარაძის თქმითვე, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ წინააღმდეგობის გაწევას, თუ ოპოზიციის ორგანიზებული აქციები მიიღებს ძალადობრივ ხასიათს და ადგილი ექნება მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას, სხვა შემთხვევაში “ანტი-მაიდანი”-ს წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ.

სხვა ამბების წაკითხვა