ბოლო ამბები
10/09/2024

ყველამ გაითავისეთ, ლაზარეს რომ ეძალადა ჩემზე და მე მწყენოდა მისგან ეს საქციელი, ასე თავგანწირვით არ ვიბრძოლებდი მისთვის

გაზიარება

“ყველამ გაითავისეთ, ლაზარეს რომ ეძალადა ჩემზე და მე მწყენოდა მისგან ეგ საქციელი, ასე თავგანწირვით არ ვიბრძოლებდი მისთვის”– წერს ბექა გრიგორიადისი სოციალურ ქსელში.

“აქ სასამართლო სისტემა და რეჟიმი ყველაფერს ისე აკეთებს რაც მას სურს, 2 წელი რომ შემოდებ საქმეს თაროზე და მერე გამოიყენებს საკუთარი ბინძური საქმეებისთვის აი მაგაშია დიდი პრობლემა.

მე ვპირდები რუსულ რეჟიმს და მაგისთვის თავიც გადავდე, დაგშლით მარტივ მამრავლებად ბოროტო სულებო, თავისუფალება ჩემ ლაზარეს მაგარ კაცს”- წერს ბექა გრიგორიადისი.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, მისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

სხვა ამბების წაკითხვა