22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება საპროტესტო აქციებს

მულტი მედია•
სარეკლამო ბანერი

მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით იმართება:

“საოცრად ვამაყობ თქვენით, თაობით, რომელსაც მთელი მსოფლიო გულშემატკივრობდა და ელოდებოდა, დაიცავდა თუ არა ქართველი ხალხი ევროპელობას, თუ ურცხვად ჩავყვებოდით მთავრობას რუსულ-აზიურ წყვდიადში და მოხდა მართლა სასწაული, ყველა მოქალაქე, ყველა ახალგაზრდა გადაიქცა თავის თავის პარტიად, რომელსაც არაფრის ახსნა არ დასჭირდა და ზუსტად იცის, თუ როგორ იმოქმედეს და ისტორიის ფურცლებიდან გამოსული უძლეველი მებრძოლები გახდნენ.

ამერიკელი სენატორები და ევროპარლამენტარები, უკრაინაში სანგარში მჯდომი მებრძოლები კი სუნთქვაშეკრული, გადევნებენ თვალყურს და ძალიან სასიამოვნოდ განცვიფრებულები არიან. რუსეთის დავალება ვერ შესრულდა, ახლა ფრთხილად უნდა იყოთ ყველანი.

ისინი შეეცდებიან შურისძიებას, რათა სათითაოდ დაგიგულონ და შური იძიონ. ამიტომ როგორც არასდროს – ძალა ერთობაშია და ეს ერთობა შესანარჩუნებელია.”- წერს სააკაშვილი, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.