დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროში მცხოვრები ნანა შენგელია 7 შვილის დედაა, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში, ქირით ცხოვრობს. ერთ შვილს გონებრივი ჩამორჩენა აქვს და ვერ ლაპარაკობს, აქვს ეპილეფსიური შეტევები, ესაჭიროება პამპერსი, კვება და მედიკამენტები.
ახალგაზრდა ქალმა MULTIMEDIA.GE-ს დახმარების თხოვნით კიდევ ერთხელ მომართა.
ამჯერად მისი ერთ-ერთი შვილისთვის მედიკამენტის შესაძენად, ვინაიდან, იაშვილის კლინიკაში დასმული დიაგნოზის მიხედვით, მას გონებაჩამორჩენილობა დაუდგინდა და საჭიროებს დროულ მკურნალობას.
“ყოველ ღამე ჩემ შვილს მშივრებს ვაძინებ. გამგეობა მხოლოდ უფასო სასადილოთი მეხმარება, 3 ლიტრიანი ქილით მომაქვს საჭმელი და 7 შვილს როგორ ეყოფა? დღე და ღამეს ტირილში ვატარებ.
ჩერნოვეცკის ფონდიდან შარშან დაგვეხმარნენ საკვებით, ორი თვე გვეყო. რომ ნახეს რა პირობებში ვცხოვრობდით, გაგიჟდნენ, ამ სახლში ქირას როგორ გართმევთო? რომ არ გადავუხადო სახლის პატრონს ქირა, გაგვაგდებენ, სად წავიყვანო ჩემი შვილები?”- გვწერს ნანა შენგელია.
დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ქვემოთ მოცემულ ანგარიშებზე:
თიბისი ბანკი:
GE557TB7100345068100024 – მიმღები ნანა შენგელია
ლიბერთი ბანკი:
GE59LB0211135587986000 – მიმღები ნანა შენგელია
ასევე, პირადი ნომრით თიბისი ბანკის და ლიბერთი ბანკის ანგარიშებზე: 48001023292 – ნანა შენგელია
ან დაუკავშირდეთ პირადად, ნომერზე: 599 80 21 58
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს