ბოლო ამბები
06/10/2024

ნიკა გვარამია ტელევიზიაში არ დაბრუნდება, თუმცა აპირებს, რომ დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი

გაზიარება

ნიკა გვარამია ტელევიზიაში არ დაბრუნდება, თუმცა აპირებს, რომ დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი.

ამ საკითხზე მან 28 სექტემბერს, “მთავარი არხი”-ს ეთერში ისაუბრა.

“ტელევიზიაში მე დირექტორი არ ვარ და არც დავბრუნდები… მე მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგებს. მე 2024 წელს მინდა, რომ თანამონაწილე ვიყო ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის დამარცხების.

ეს არის ის, რისი თქმაც მინდა… მე ვიქნები იქ, სადაც იქნება პოლიტიკური ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, ერთმნიშვნელოვნად და ცხადად. ყველაზე უფრო ეფექტური რაც იქნება, ჩემი აზრით, ვიქნები იქ.

ამ წუთას ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ადგილი არ არის წამყვანის მაგიდასთან, ჩემი ადგილი არის იქ, სადაც იბრძვიან სხვა მეთოდებით ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის დასამარცხებლად. მე მგონია, რომ სამშობლო გვეძახის ყველას”– თქვა ნიკა გვარამიამ.

სხვა ამბების წაკითხვა