ბოლო ამბები
12/10/2024

ამერიკის საელჩო დაჟინებით მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები და აღარ დაუბრუნდეს მის განხილვას

გაზიარება

ამერიკის საელჩო მიესალმება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გაიწვიოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, თუმცა განცხადებაში, რომელიც მათ გაავრცელეს, იკითხება უნდობლობა და დაჟინებით მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას, რომ ოფიციალურად უარყოს ორივე კანონპროექტი და აღარ დაუბრუნდეს მის განხილვას.

„ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის“ შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.

დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

სხვა ამბების წაკითხვა