სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან”- წერს ორგანიზაცია “რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, რომელიც ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ გადატრიალების საქმესთან დაკავშირებით გამართულ მორიგ ბრიფინგს და გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეომასალას ტრენინგიდან.
“სერბეთიდან ჩამოსული ინსტრუქტორების მთავარ მიზანს, ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფებისთვის გადატრიალების მოწყობის ტექნოლოგიების შესახებ ტრენინგების ჩატარება წარმოადგენდა, თუმცა ოფიციალურ პროგრამაში ეწერათ, რომ ეს ტრენინგები კულტურის სფეროს შეეხებოდა.
საგულისხმოა, რომ ტრენინგები ორგანიზაცია USAID-ის მიერ იყო ორგანიზებული.
მსურს საზოგადოების ყურადღება ერთ ერთ ინსტრუქტორ სინისა სიკმანზე შევაჩერო, რომლის სახელი ქართულ საზოგადოებას შეიძლება ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ იგი საკმაოდ ცნობილია მსოფლიოში, როგორც რევოლუციების მოწყობის სპეციალისტი. პოპულარობის პიკზე, 2012 წელს სიკმანმა რუს ჟურნალისტსაც მისცა სკანდალური ინტერვიუ, რომლის ცინიკური გულახდილობა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენთვისაც, საქართველოში:
კითხვაზე, დაუფლებია თუ არა იმედგაცრუება მისი ორგანიზაციის დახმარებით სხვადასხვა ქვეყნებში მოწყობილი ფერადი გადატრიალებების გამო, სიკმანი პასუხობს:
– რატომ უნდა ვგრძნობდე იმედგაცრუებას? დაე უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ იმედგაცრუებულები.
ეს ჩემი მიწა არაა. დიახ, მე ვატრენინგებდი ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ რევოლუციებს მე არ ვახდენდი.
მე მხოლოდ ვუზიარებდი ჩემს ცოდნას. უკრაინელები, ქართველები, ლიბანელები, ეგვიპტელები ყველაფერს თავად აკეთებდნენ. დიახ, პერსონალური ტრენინგი ძალზე მნიშვნელოვანია, ცოდნა მხოლოდ წიგნებიდან ვერ მოვა. მაგრამ მე არ ვარ მათი ისტორიის ნაწილი.
მე არავის არ ვუბიძგებ (რევოლუციისკენ)… თუ ახლანდელი ქართული ოპოზიცია მოვა ჩემამდე, მათაც ვასწავლი, როგორც ოდესღაც სააკაშვილის ხალხს ვასწავლიდი… მე არ ვიბრძვი დემოკრატიისთვის. მე უბრალოდ არ მჯერა დემოკრატიის.
ჟურნალისტი: მაშინ რატომღა ავრცელებ 10 წელია მთელს მსოფლიოში „ფერადი“ რევოლუციების ბაცილას, თუ არც კი გჯერა დემოკრატიის?
სიკმანი: და რატომ უნდა მჯეროდეს? მე ის არასოდეს მინახავს. რა, ამერიკაში არის ნამდვილი დემოკრატია? სულაც არა. დემოკრატია არაა რაღაც იდეალური. მან ხელისუფლებაში ჰიტლერი მიიყვანა. დიახ, დემოკრატიას შეუძლია იფუნქციონიროს, მაგრამ დიქტატურაც მშვენივრად ფუნქციონირებს. მე ეს კარგად ვიცი, რადგან ვცხოვრობდი დიქტატორ ბროზ ტიტოს დროს იუგოსლავიაში და სხვათა შორის, მშვენივრად ვცხოვრობდით.
გირჩევთ მოისმინოთ ეს ინტერვიუ :„ჩვენი წარმატების საიდუმლოა – გადავაქციოთ სიგიჟე ნორმად“ და დაფიქრდეთ, ვის და რატომ აგიჟებენ სიკმანები და ძმანი მისნი”- წერს დავით ჩიხელიძე და აქვეყნებს ერთ-ერთი ფიგურანტის ინტერვიუს:
ამ თემაზე:
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს