“ვიცი, რომ კობახიძე ყველაფერს იკადრებს ამ იმპიჩმენტისთვის, ვინაიდან ამ მომენტისთვის სრული გარანტია აქვს, რომ სწორედ ის იქნება ახალი პრეზიდენტი – განაცხადა თინა ხიდაშელმა 3 ოქტომბერს, ტვ “პირველი”-ს ეთერში, როდესაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის საკითხის განხილვას.
“ზუსტად ვიცი, მისთვის ნათქვამი აქვთ, რომ მიიყვანე ეს საქმე ბოლომდე და ეგ თანამდებობა შენია. ეს რომ ასე იქნება, ამაში არ ვარ დარწმუნებული, იმ კაცს [ბიძინა ივანიშვილს] ვინც ეს შეჰპირდა, გადაგდებები სჩვევია და ჩვეულებრივი ამბავია მისთვის, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით, კობახიძის მხრიდან ეს გაგიჟება და მოწადინება სწორედ ამით არის განპირობებული”- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს