ბოლო ამბები
12/09/2024

მოდი, საკუთარი თავიდან დავიწყოთ “ფეიკების” (სიყალბეების) განდევნა, საკუთარი მედიიდან დავიწყოთ და მერე იქნებ ხალხმაც შემოგვხედოს სხვანაირად და დაგვიჯეროს, რასაც ვეტყვით

გაზიარება

“ფეიკია” (სიყალბე) რევოლუციისთვის მზადება”– განაცხადა პარლამენტის წევრმა იაგო ხვიჩიამ 3 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ხვიჩიას შეფასებით, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სიყალბეზე დგას და ერთადერთი გამოსავალი, ამ სიყალბიდან გამოსვლაა.

“ფეიკია” (სიყალბე) რევოლუციისთვის მზადება, ხელისუფლების მიერ გაცხადებული, მაშინ, როდესაც იცის, რომ არანაირი რევოლუცია არ მზადდება.

ჩემი საყვარელი “ფეიკია” გლობალური ომის პარტია, რომელიც ყოველდღე გვესმის, სერიოზული სახეებით, სხვადასხვა ეთერიდან. ფეიკია ჩვენი მედიაც, რომელსაც არასდროს არ მოსვლია თავში, რომ ჩაეკითხოს, ვინც ამას ლაპარაკობს, თუ რას გულისხმობს, რომელი პარტიაა ეს? თუ ამერიკას გულისხმობ, მოდი, ბარემ, პირდაპირ დაარქვი სახელი.

დღეს კიდევ ერთი ჩემი საყვარელი “ფეიკი” აღმოჩნდა ის, თითქოს “ნაცები” არიან ანარქისტები. მე მგონია, ეს ძალიან სასაცილოა იმიტომ, რომ შეიძლება “ნაცებს” ყველაფერი დავაბრალოთ, მაგრამ ანარქისტობას ვერ დავაბრალებთ, პირიქით, ანარქისტობისგან რადიკალურად განსხვავებული შემთხვევები არიან.

ფეიკი მარტო ხელისუფლებაში არ არის, ის არის ოპოზიციაშიც. მაგალითად, ფეიკია მიხეილ სააკაშვილის ყველა გამოსვლა, სანამ ის არ აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და მართლა სერიოზულად არ დავიწყებთ მასთან დაკავშირებით საუბარს.

ფეიკია ყველა ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც სხვადასხვა მიზნებით იქმნება, ვითომ ხელისუფლების შესაცვლელად. მოდი, საკუთარი თავიდან დავიწყოთ ფეიკების განდევნა, საკუთარი მედიიდან დავიწყოთ და მერე იქნებ ხალხმაც შემოგვხედოს სხვანაირად და დაგვიჯეროს, რასაც ვეტყვით”– განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სხვა ამბების წაკითხვა