ბოლო ამბები
11/10/2024

“კანვასის” დამფუძნებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც აგრძელებენ მაჰათმა განდის, ნელსონ მანდელას, ვაცლავ ჰაველის გზას

გაზიარება

“კანვასის” დამფუძნებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც აგრძელებენ მაჰათმა განდის, ნელსონ მანდელას, ვაცლავ ჰაველის გზას”– წერს გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება სუს-ის მიერ, რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე გაჟღერებულ ინფორმაციას ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაზე და ამ ყველაფერთან სერბული ორგანიზაცია “კანვასი”-ს კავშირებზე.

ხელისუფლება კვლავ აგრძელებს რუსული ტიპის შეთქმულების თეორიების საზოგადოებაში გავრცელებას და ამით ქართველი ხალხის შეშინების მცდელობას.

სინამადვილე კი ისაა, რომ დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს აქტიური მოქალაქეების გარეშე და სწორედ ამ მიზნებს ემსახურება კანვასის საქმიანობაც – ასწავლოს ადამიანებს, როგორ დაიცვან საკუთარი ინტერესები, ხმა და უფლებები არაძალადობრივად.

კანვასის დამფუძნებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც აგრძელებენ მაჰათმა განდის, ნელსონ მანდელას, ვაცლავ ჰაველის გზას – ადამიანებმა არაძალადორბივად შეეწინააღმდეგონ ტირანიასა და ჩაგვრას.

მათი ძალისხმევით, სერბეთის დიქტატორ მილოშევიჩს, რომლის კისერზე ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის მოსპობაა, მოუწია ეღიარებინა არჩევნებში დამარცხება და ხელისუფლება გადაებარებინა კანონიერ არჩეული პრეზიდენტისთის. ეს იყო ბრწყინვალე მაგალითი, როდესაც მოქალაქეებმა არაძალადობრივად შეძლეს დიქტატორისგან დაებრუნებინათ ის, რაც მათ ეკუთვნოდათ – ძალაუფლება.

კანვასის დამფუძნებლებს, მათ მიერ გაწეული შრომის გამო, განსაკუთრებულად აფასებენ დემოკრატიული სახელმწიფოები და ლიდერები, თუმცა მტრობენ ავტორიტარი მმართველები, რომლებსაც საკუთარი ძალაუფლება ხალხისგან აქვთ მოპარული. მაგალითად, პუტინის რუსეთი, რუსული სახელისუფლებო მედია და პროპაგანდა ყოველთვის აქტიურად მუშაობდა და მუშაობს მათ გაშავებასა და დემონიზებაზე.

საქართველოში დემოკრატიის შემდეგი გაძლიერება, სწორედ აქტიურ და თავისუფალ ადამიანებზე იქნება დამოკიდებული. გვესმის, რომ ვიღაცეებს ამის ეშინიათ, მაგრამ ნებისმიერი მცდელობა, ხელი შეუშალონ საქართველოს მოქალაქეებს იყვნენ განათლებულები, აქტიურები და თავისუფლები, განწირულია მარცხისთვის.”- წერს მშვენიერაძე.

ამ თემაზე:

ე.წ სახელმწიფო გადატრიალების საქმე – მორიგი ბრიფინგი და ფარული ჩანაწერი სუს-ში (ვიდეო)

სხვა ამბების წაკითხვა