ვოლოდიმირ ზელენსკის მამას უვადო სტიპენდია დაენიშნა

გაზიარება

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მამას, ალექსანდრე ზელენსკის უვადო სტიპენდია დაენიშნა.

ამ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა “უნიანი” მინისტრთა კაბინეტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცენიას ცნობით, ალექსანდრე ზელენსკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი აქვს და სტიპენდიის დანიშვნაც ამას უკავშირდება.

როგორც ცნობილია, ზელენსკი გარდა, სტიპენდიანტია კიდევ ასამდე მასწავლებელი.

აღნიშნულია, რომ უვადო სტიპენდიები გადაეცემათ სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაკებს „უმაღლესი განათლების სფეროში გამოჩენილი დამსახურებისთვის“.

სახელმწიფო ეკონომიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებსაიტზე (კრივოი როგი) ნათქვამია, რომ ალექსანდრე ზელენსკიმ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 2003 წელს თემაზე “მადნის კარიერის მართვის საინფორმაციო სისტემაში წარმოების დაგეგმვისა და აღრიცხვის მხარდაჭერის კვლევის მეთოდოლოგიური საფუძვლები”.

2009-2010 წლებში იყო უკრაინის პრეზიდენტის გრანტის შემსრულებელი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის პროექტის „მადნის კარიერების გეოლოგიური და გეომეტრიული მხარდაჭერის ავტომატური სისტემის შემუშავება“.

დღეს ალექსანდრე ზელენსკი ხელმძღვანელობს ამ უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებას. მას აქვს 140 სამეცნიერო პუბლიკაცია, არის 4 მონოგრაფიის თანაავტორი, მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

ალექსანდრე ზელენსკის სტიპენდია

როგორც UNIAN-მა დაწერა, ალექსანდრე ზელენსკის უვადო სტიპენდიის მინიჭების საკითხი ჯერ კიდევ 2020 წელს დადგა. მაგრამ  სკანდალის გამო, ეს საკითხი აღარ დამდგარა,  მაშინ პრეზიდენტის მამამ თქვა, რომ მას სტიპენდია არ სჭირდება.

“მე პირადად საერთოდ არაფერი მჭირდება. ეს საერთოდ არ მჭირდება. ეს ჩემი აზრია. სულ რაღაც ექვსი თვის წინ გაიმართა შეხვედრები მთელ უკრაინაში ყველა ინსტიტუტში და თავად გუნდებმა დაასახელეს მასწავლებლები ამ სტიპენდიაზე. ორი ჩვენი ინსტიტუტიდან იყო წარდგენილი კანდიდატები – მე და კიდევ ერთი ადამიანი. ჩემსავით უამრავი ადამიანია მთელ უკრაინაში. ასეთი სტიპენდიები ყოველწლიურად გაიცემა. და ეს მოხდა პოროშენკოს დროს. და მე წარმადგინეს სტიპენდიაზე არა იმიტომ, რომ ზელენსკის მამა ვარ. – არ მჭირდება, ინსტიტუტის თანამშრომლებმა დამნიშნეს სამეცნიერო საბჭოზე, შედეგი არც ვიცოდი – ეს პირველად მესმის თქვენგან. იცით, რომ პრეზიდენტი არ არის ღარიბი, და ჩემი ხელფასი და პენსია საკმარისია ჩემთვის, 28 წელია ვმუშაობ ობიექტებში, ვმუშაობ ცოცხალ ადამიანებთან და არა ქრთამზე“, – განუცხადა მან მაშინ ჟურნალისტებს.