პალესტინის ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ შაბათს დაიწყო ისრაელზე ბოლო წლების ყველაზე დიდი შეტევა მოულოდნელი თავდასხმით.
ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ისრაელზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას 70 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავებულია ასობით მოქალაქე.
ქვეყნის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისინი ომში არიან და აუცილებლად გაიმარჯვებენ.
“ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ.
ამ დილით ჰამასმა დაიწყო მკვლელი მოულოდნელი თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ.
მოვიწვიე უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელები, უპირველეს ყოვლისა მივეცი დავალება შეჭრილი ტერორისტების დასახლებებისგან გასაწმენდად – ეს ოპერაცია ამ საათებში მიმდინარეობს.
ამავდროულად, მე გავეცი ბრძანება ფართო სარეზერვო მობილიზაციაზე.
მტერი გადაიხდის ფასს, რომელიც არასოდეს იცოდა. ამავდროულად, მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მკაცრად დაემორჩილონ არმიის მითითებებს და შიდა სარდლობის მითითებებს.
“ჩვენ ომში ვართ და გავიმარჯვებთ.”- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის მედია იტყობინება, რომ სამხრეთ ისრაელის ქალაქებში პალესტინელ მებრძოლებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის სროლა მოხდა. ისრაელის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ სამხრეთ ისრაელში არის “21 აქტიური წერტილი”, რაც მიუთითებს თავდასხმის მასშტაბებზე.
ღაზაში ხალხი მარაგის შესაძენად ჩქარობდა კონფლიქტის მოლოდინში. ზოგიერთმა სახლები დატოვა და თავშესაფრებისკენ გაემართა.
ჰამასის სამხედრო მეთაურმა მოჰამედ დეიფმა “ჰამასი”-ს მედიის ეთერში ოპერაციის დაწყება გამოაცხადა და პალესტინელებს ყველგან ბრძოლისკენ მოუწოდა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს