ბოლო ამბები
მაისი 27, 2024

ახლა ყველას გვსურს დავინახოთ, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყოს ის კანონები

მარ10,2023
გაზიარება

„ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა, ხმამაღლა და გარკვევით თქვა თავისი სათქმელი და ბოლოსდაბოლოს, მმართველმა პარტიამ მოუსმინა მათ. – ამბობს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, რომელიც ეხმიანება ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკან გაიწვიოს კანონპროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ.

“ახლა ყველას გვსურს დავინახოთ, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყოს ის კანონები, რომელიც კრემლის მიერ არის შთაგონებული და არ არის საჭირო საქართველოში.

საქართველოს ეს კანონები არ სჭირდება. უკვე არსებობს საკმაო დაცვა და გამჭვირვალობა იმ ფინანსური დახმარებისა, რაც საქართველოში ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, და ეხმარება იმ ქართველებს, რომლებიც მთელ ქვეყანაში საკუთარი საზოგადოების გაუმჯობესებისთვის დაუღალავად მუშაობენ. სწორედ ამას აკეთებს საერთაშორისო დახმარება საქართველოში უკვე 30 წელია.

ამის დასანახად საკმარისია, მიმოიხედოთ ამ ქვეყნის თითქმის ყველა თემში და დაინახოთ, რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება. საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად მათი მთავრობა დაპირებას შეასრულებს. იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული.

ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სწორედ ქართველი ხალხი აკისრებს მთავრობას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებაზე.” – ამბობს ელჩი დეგნანი

სხვა ამბების წაკითხვა