ბოლო ამბები
12/02/2025

ტელევიზიით მივიღეთ ოფიციალური გაფრთხილება, რომ გარეთ არ უნდა გავიდეთ, კარი ჩავკეტოთ, ვინც არ უნდა დააკაკუნოს, კარი არავის არ უნდა გავუღოთ – ისრაელში მცხოვრები ქართველი

გაზიარება

ისრაელში მცხოვრები ქართველი ჰყვება არსებულ ვითარებაზე მას შემდეგ, რაც დაჯგუფება ჰამასმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელა.

მისი ცნობით, დაჯგუფების წევრები მოსახლეობას სახლის კარზე უკაკუნებენ და ატყუებენ, თითქოს სამხედროები არიან, ამიტომ, ისინი კარს არავის არ უღებენ და არ გადიან ქუჩაში.

“გარეთ არავინ არ გადის, რადგან ტელევიზიით მივიღეთ ოფიციალური გაფრთხილება, რომ გარეთ არ უნდა გავიდეთ, კარი ჩავკეტოთ, ვინც არ უნდა დააკაკუნოს, კარი არავის არ უნდა გავუღოთ. საბედნიეროდ ქართველებზე, პირადად მე არაფერი ცუდი არ გამიგია.

ეს არის უპრეცედენტო ვითარება, როდესაც მოსახლეობამ არაფერი არ იცოდა. ეს იყო მოულოდნელი და მასშტაბური”- ამბობს ის.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, დაჯგუფების წევრები ქუჩაში უმისამართოდ ისვრიან.

სხვა ამბების წაკითხვა