ისრაელში, დაჯგუფება “ჰამასის”ს მოულოდნელი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა და 1600-მდე დაიჭრა. მონაცემები პერიოდულად ახლდება და იცვლება.
ინფორმაციას გამოცემა “როიტერი” ავრცელებს. მათი ცნობით, პალესტინის დაჯგუფება „ ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა შაბათს დაარბიეს ისრაელის ქალაქები, მოკლეს და ტყვედ აიყვანეს ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი.
ისრაელის საპასუხო იერიშს ღაზას სექტორში ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
„ჩვენი მტერი გადაიხდის ამის ფასს ისე, როგორც არასდროს”- ამბობს ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ამ ფოტოზე ასახულია ისრაელის საპასუხო თავდასხმა ღაზას სექტორზე, რა დროსაც საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ჩამოიშალა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს