რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერ დიმიტრი პესკოვის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და საპროტესტო აქციებში ამერიკის ხელს ხედავს.
ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს:
„ჩვენ ვხედავთ, რომ ვიღაცის ხელი, უხილავ ხელს ვერ იტყვი – ჩანს, ვხედავთ, საიდან მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი ხალხს, ის არ მიმართავს ქართველებს და ქართველებს, ის მიმართავს ამერიკიდან.
ვიღაცის ხილული ხელი გულმოდგინედ ცდილობს აქ კიდევ ერთხელ დაამატოს ანტირუსული ელემენტები“, – თქვა პესკოვმა.
მისი აზრით, ხელისუფლების გადაწყვეტილება დოკუმენტის განხილვიდან ამოღების შესახებ პროვოკაციებითაა სავსე.
“მოსკოვი დიდი შეშფოთებით უყურებს სიტუაციას”– ამბობს პესკოვი.
პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონი რუსეთთან არანაირ კავშირშია .
“რუსეთს არავითარი კავშირი არ აქვს არც არსებითად და არც ფორმით. ჩვენ არ ვერევით საშინაო საქმეებში”, – თქვა პრეზიდენტის პრესმდივანმა.