ბოლო ამბები
12/10/2024

ძალიან მძიმე, სისხლიანი და საინტერესო მოვლენები გველოდება წინ – გუბაზ სანიკიძე პალესტინა-ისრაელის ომზე

გაზიარება

“ძალიან მძიმე, სისხლიანი და საინტერესო მოვლენები გველოდება წინ”– განაცხადა გუბაზ სანიკიძემ 11 ოქტომბერს, ტელეკომპანია “ფორმულის” ეთერში, გიორგი თარგამაძის გადაცემაში ჩართვისას, როდესაც ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრა.

“დასავლეთმა დაუშვა საბედისწერო შეცდომები, განსაკუთრებით შტატებმა, როდესაც მიატოვა ახლო აღმოსავლეთი, მიატოვა მათი ყველაზე საუკეთესო და ერთგული მოკავშირე ქურთები, რომლებსაც ძალიან დიდი როლის თამაში შეუძლიათ ახლო აღმოსავლეთში, როგორც პოზიტიურის, ასევე ნეგატიურის.

ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რაღაცებზე აყოლილი იყო დასავლეთი, უფრო საკუთარ სოციალურ პრობლემებში ჩაიკეტა და ყველაფერმა ამან გამოპარვა იცის.

70 წლიანი მშვიდობა დასრულდა, დაიწყო დიდი გადანაწილება, ახალი, რომელსაც კონფლიქტები ექნება. სად რა გასკდება, არავინ არ იცის და რომელ კონტიტენტზე. იმიტომ, რომ დაიწყო გეოპოლიტიკური ამოფრქვევა, დასრულდა დიდი ეპოქა, რასაც ჰქვია პოტსდამის შემდგომი ეპოქა, ყველაფერი თავიდან უნდა გადანაწილდეს და ჩვენი ამოცანა არის, რომ აღმოვჩნდეთ გამარჯვებულ ბანაკში, სადაც გარანტიებს მივიღებთ, სადაც, ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკეთესი პირობები გვექნება – ეს არის დასავლეთი.

უკრაინა მარტო აღარ არის, ჩაერთო უკვე ისრაელი. გლობალურად, ეს არის ორი ფრონტი, ისლამი ჩაერთო ამ ამბავში, გლობალური ომი მიდის, მასშტაბები დიდია და პროგნოზების გაკეთება ურთულესია. ისრაელს აქვს რამდენიმე კვირა, რომ ღაზა დაიკავოს, მერე, შეიძლება პრობლემები გაჩნდეს, ამიტომ, მძიმე ამბები გველის”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა