22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ამერიკა თანადგომას უცხადებს ისრაელს, თუმცა მოუწოდებს, ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ თავშეკავებას

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ამერიკა თანადგომას უცხადებს ისრაელს, თუმცა მოუწოდებს ღაზას სექტორში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ თავშეკავებას, რაც არ უნდა რთული იყოს ეს.

ამ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

“აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა , რომელიც თელ-ავივში სოლიდარობის გამოსახატად ჩავიდა, უთხრა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ ამერიკა ყოველთვის იქნება ისრაელის გვერდით და გაუწევს დახმარებას უსაფრთხოებისთვის, მაგრამ მან მოუწოდა ისრაელს გამოიჩინოს თავშეკავება “მაშინაც კი, როცა ეს რთულია”– წერს როიტერი.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ისრაელში დაღუპულთა რაოდენეობა 1300-ზე მეტია, უმეტესობა სამოქალაქო პირები იყვნენ, რომლებიც “ჰამასის” წევრებმა დახვრიტეს საკუთარ სახლებში, ქუჩებში ან საცეკვაო წვეულებაზე.

რაც ეხება ისრაელის მიერ, ღაზას სექტორში განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულებს, მათი რაოდენობა 1400-ზე მეტია და დაჭრილია 6000-ზე მეტი ადამიანი.

ღაზაში დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ მონაცემებს პალესტინის მთავრობა ავრცელებს.