ბოლო ამბები
12/10/2024

14 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს

გაზიარება

14 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, ა.ა.-ს შვილის – ბ.ა.-სთვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ა.ა. და ბ.ა. ბრალდებულების სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებული, ასევე, მოკლულის დედა და ბიძა.

სხვა ამბების წაკითხვა