ბოლო ამბები
17/02/2025

მენეჯმენტი მიიჯირყვნა! კეზერამ, მელია იმიტომ ბლატაობს რომ თქვენ ხართ უსაქმურები და ვერაფერს აკეთებთო – ელისო კილაძე დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე

გაზიარება

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კვიპროსზე ჩასულ ლევან ხაბეიშვილსა და მის თანამოაზრეებს დავით კეზერაშვილმა მუშაობა დაუწუნა და უსაქმურები უწოდა.

“მოგიყვეთ ლარნაკაზე საიდუმლო სერობის დეტალები?!
როგორც მოსალოდნელი იყო-პარტიის მენეჯმენტის გამოძახება “ბილტმორის” შეკრების გამოძახილია.

მენეჯმენტი მიიჯირყვნა-კეზერამ ,მელია იმიტომ ბლატაობს რომ თქვენ ხართ უსაქმურები და ვერაფერს აკეთებთო.

თუ არ გაინძრევით და არ იმუშავებთ მოგვიწევს მისი მიღებაო. გვარამია მოდის და მაგასაც დიდი მადა რომ არ გაეხსნას, ამიტომ მაქსიმუმი უნდა აჩვენოთ რისი ტრ@@@ი გაქვთო.

ბრძოლა სიებზეა და არა გამარჯვებისთვის. ცხადია, ჩემზეც იყო ლაპარაკი, დეტალები ვიცი,მაგრამ არ დავწერ!

P.S.- მოკლედ, ორი ნიკას ჯიბრზე, ბრძოლის ახალ გეგმას ველოდები.
ჰო, ვანო ჩახსნილია ამ ეტაპზე, ერთი არაფორმალური მმართველი დაგვრჩა ოპოზიციაში”- წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ, ლევან ხაბეიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ბოტკოველი და დავით კირკიტაძე კვიპროსში, დავით კეზერაშვილთან გაემგზავრნენ.

სხვა ამბების წაკითხვა