სამხრეთ ლიბანში, “როიტერის” ვიდეოჟურნალისტი ისრაელის მიმართულებით გასროლილ სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა.
ისლამ აბდალა პირდაპირ ეთერში აწვდიდა ვიდეომასალას ტელევიზიებს, როდესაც მის სიახლოვეს აფეთქება მოხდა.
შემთხვევის შედეგად ის ადგილზე დაიღუპა, დაიჭრნენ სხვადასხვა უცხოური მედიის წარმომადგენლები, მათ შორის არიან სააგენტო “ფრანს პრესი”-ს და ტელეკომპანია ალ-ჯაზირა”-ს ჟურნალისტები.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიქატიმ და ჰეზბოლას დეპუტატმა ამ ფაქტზე ისრაელი დაადანაშაულეს.
ისრაელის წარმომადგენელმა გაეროში, გილად ერდანმა, პარასკევს გამართულ ბრიფინგზე თქვა:
”ცხადია, ჩვენ არასდროს გვსურს დავარტყათ, მოვკლათ ან დავხვრიტოთ რომელიმე ჟურნალისტი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ თქვენ იცით, ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ, რა დროსაც შეიძლება ეს მოხდეს.” -განაცხადა გილად ერდანმა.
Reuters-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისამ აბდალა მოკლეს მაუწყებლებისთვის პირდაპირი ვიდეო სიგნალის მიწოდებისას. კამერა მთის ფერდზე იყო მიმართული, როცა ძლიერმა აფეთქებამ შეარყია კამერა, ჰაერი კვამლით აივსო და ყვირილი გაისმა.
Reuters-ის კიდევ ორი ჟურნალისტი, თაერ ალ-სუდანი და მაჰერ ნაზეჰი, დაიჭრნენ ინციდენტის დროს და სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა საინფორმაციო გამოშვებებმა, მათ შორის Associated Press-მა და Al Jazeera-მ განაცხადეს, რომ ჭურვები ისრაელის იყო, Reuters-მა ვერ დაადგინა, რეალურად იყო თუ არა რაკეტები ისრაელის მიერ გასროლილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს