“უკვე დადგა იმის დრო, რომ განადგურდეს რუსეთი და ირანი თავის ტერორისტული ორგანიზაციებით”- წერს უკრაინაში მებრძოლკი ქართველი ვანო ნადირაძე და ეხმიანება ისრაელ-პალესტინის საომარ მოქმედებებს.
“რატომ გააგზავნა ამერიკამ ორი ავამზიდი ისრაელის საზღვართან?
ამის მთვარი მიზეზია ირანი.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ირანი ძალიან გამოცდილია ისტორიულად საიდუმლო დიპლომატიაში, შპიონაჟში, დაზვერვაში.
დღეს ირანი აკონტროლებს ოთხ დიდ არაბულ ქალაქს ესაა ერაყში ბაღდადი, სირიაში დამასკო, იემენში სანა და ლივანში ბეირუთი.
22 არაბული ქვეყანა ვერაფერს ვერ უშვება ირანის გავლენების გაფართოებას.
ისრაელსაც არა აქვს ულევი რაკეტები რკინის გუმბათისთვის, ეს იმ ფონზე, რომ მიწისქვეშა გვირაბებით ირანი ამარაგებს “ჰამაზს” და მათ კიდევ კანალიზაციის და წყლის მილები საკმაოდ კიდევ ბევრი აქვთ, რომ რაკეტები დაამზადონ.
მაგრამ თუ მთელი ძალით ჩაერთო “ჰეზბოლა”, ეს არის უკვე სხვა ძალა, უფრო ორგანიზებული და ძლიერი “ჰამასთან” შედარებით. მათი რაკეტები არის მართვადი და თანამედროვე სისტემის, ეს უკვე აღარაა “ჰამსივისთ” პოროხით გავსებული წყლის მილები.
ისრაელს უკვე გაუჭირდებოდა ამ ძალასთან ბრძოლა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამერიკამ გაეგზავნა ორი ავიამზიდი ათეული თვითმფრინავებით თავისი კრეისერებით და ქვეშ კიდევ რა დაცურავს ვინ იცის, ალბათ რამდენიმე ატომური წყალქვეშა ნავი.
უკვე დადგა იმის დრო, რომ განადგურდეს სიბოროტისა და ტერორიზმის ორი ქვეყანა, ესაა: ჩრდილოეთში რუსეთი და სამხრეთით ირანი თავის ტერორისტული ორგანიზაციებით, თუ გვინდა, რომ ცივილიზაცია გადარჩეს, გადარჩეს მათ შორის ჩვენი სამშობლო. გამარჯვება ისრაელს და გამარჯვება უკრაინას!”- წერს ვანო ნადირაძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს