ჟურნალისტმა ქეთი ფარცხალაძემ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა და ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ფარცხალაძე განმარტავს, თუ რატომ ტოვებს ტელევიზიას.
“საარჩევნო წელი დაიწყო, პოლიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა. მითხრეს, რომ პოლიტიკურ თემებზეც მომიწევდა მუშაობა.
მე არ მინდა, ჟურნალისტიკიდან რომელიმე პარტიისთვის მუშაობა, ამ გუნდის მხარდამჭერიც რომ ვიყო, როგორც მოქალაქე. ახალს არაფერს ვამბობ, არხს გაცხადებული აქვს სარედაქციო პოლიტიკა. მივდივარ სახლში.
მივდივარ მადლიერებით ხელმძღვანელების მიმართ – შესაძლებლობებისთვის, მხარდაჭერისთვის, ამ დრომდე შენარჩუნებისთვის… გულისწყვეტითაც მივდივარ… გზა გამოჩნდება!
P.S. წარმატებას თუ მისურვებთ. გთხოვთ, სხვა შინაარსის კომენტარებიდან თავი შეიკავოთ”- წერს ქეთი ფარცხალაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს