ბოლო ამბები
12/12/2024

რას დადიხართ ყოველ შაბათ-კვირას ჩემ სოფელში? – ირაკლი ღარიბაშვილი “ფორმულის” ჟურნალისტს

გაზიარება

არასერიოზულია. საერთოდ რას დადიხართ ყოველ შაბათ-კვირას ჩემს მშობლიურ სოფელში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზურაბ გონაშვილს ეხებოდა. ჟურნალისტის თქმით, ის თავს დაესხა მოქალაქეს.

„არასერიოზულია თქვენი შოუები, აბსოლუტურად არასერიოზულია, სასაცილოა, ყოველ შაბათ-კვირას დადიხართ ჩემს სოფელში, რას დადიხართ? რატომ დადიხართ?“, –  განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, ნაცემი არის თუ არა ეს მოქალაქე, პრემიერის თქმით, ეს არის ტყუილი.

„თქვენ აკეთებთ რაღაც უაზრო სკანდალებს. იმდენად არასერიოზული საკითხია, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რაიმეს აკეთებთ, თქვენ ხართ ტყუილის გამავრცელებლები. ძალიან პოპულარული გახადეს ეს ადამიანი, გისურვებთ წარმატებებს“, –  განაცხადა პრემიერმა.

სხვა ამბების წაკითხვა