ბოლო ამბები
13/09/2024

ინფო 9-ის და მეცხრე არხის ჟურნალისტებმა თავი რომ გაწირეს ამ ხელისუფლების მოყვანაში და მერე ნაგვის ურნაში გადაყარეს ეს ადამიანები, მათი ცოდვა მოგეკითხებათ – ნიკოლოზ მჟავანაძე

გაზიარება

“ინფო 9-ის და მეცხრე არხის ჟურნალისტებმა თავი რომ გაწირეს ამ ხელისუფლების მოყვანაში და მერე ნაგვის ურნაში რომ გადაყარეს ეს ადამიანები, მათი ცოდვა მოგეკითხებათ ბოლობოლო”– განაცხადა ტელეკომპანია “სეზონი”-ს წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ საკუთარ გადაცემაში, როდესაც კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია “იმედი”-ს მიერ, მათ წინააღმდეგ, კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ საჩივართან დაკავშირებით.

ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, “ქართული ოცნება” და მისი პროპაგანდისტული ტელევიზია “იმედი” ებრძვის მათ [ტელეკომპანია სეზონს] და არა იმ ადამიანებს, ვინც რეალურად მათი მოწინააღმდეგეა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მხურვალე მხარდამჭერები დღეს უკვე “იმედში” მუშაობენ და იქიდან აგრძელებენ ფარულ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ.

სხვა ამბების წაკითხვა