ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს გადაცემა “პრაიმჰაუსში” იწვევს. ამის შესახებ მელიამ “ტიკ-ტოკზე” გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, როდესაც ერთ-ერთი გამომწერის კითხვას უპასუხა.
მელიას თქმით, ის სიამოვნებით წავა ამ გადაცემაში მხოლოდ ერთი პირობით, თუ მასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
“თუ პრაიმჰაუსში” დამიძახეს, მექნება ჩემი ერთი პირობა, რომელსაც არ გადავალ იმიტომ, რომ მარტო მოსაწყენი იქნება ჩემთვისა და თქვენთვისაც. ირაკლიც შემოიყვანონ, კობახიძე. შევალთ ორივე, თუ გართობაა, გავერთოთ ბოლომდე”- ამბობს ნიკა მელია.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს