Categories exterrnal

ლევან ხაბეიშვილი, POSTV და მწვადები – შეკრება შინდისში (ვიდეო)

გაზიარება

ტელეკომპანია POSTV-ის გადამღები ჯგუფი შინდისში იმყოფებოდა, სადაც ლევან ხაბეიშვილი და მისი თანამოაზრეები შეიკრიბნენ.

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რა შეკრება იყო, რაზეც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს არის მეგობრების შეხვედრა განტვირთვისთვის.

პოსტვ-ის კორესპონდენტმა ხაბეიშვილს სთხოვა, რომ შეეშვა და დაეთვალიერებინა, თუ რა ხდებოდა შიგნით, რაზეც მან თანხმობა განაცხადა, მხოლოდ კამერების გარეშე.

ნათია ბერიძემ ეზოში შესვლა და ტელეფონით იქ არსებული სიტუაციის გადაღება შეძლო.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, სახლი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ არის დაქირავებული, მეგობრული შეკრებებისა და განტვირთვისთვის.

“ეს სადღესასწაულო – საქეიფო ადგილი, სახლი/მარანი ქირავდება შინდისში და ყველას შეუძლია დაიქირავოს – გადაიხადოს დაბადების დღე, ნათლობა ან უბრალოდ ჩვენსავით, ძმაკაცები, მეგობრები შეიკრიბონ და ორი ჭიქა მიირთვან – უწესიერესი ადამიანები არიან მასპინძლები

მეგობრებთან, ძმაკაცებთან, თანამებრძოლებთან ერთად რამდენიმე საათი პოზიტივის გაზიარება, რუსული პროპაგანდისტული არხი პოსTV – ისთვის სკანდალი აღმოჩნდა”- წერს ხაბეიშვილი ფეისბუქზე.