კანადის მთავრობა გეგმავს რომ შექმნას სარეგისტრაციო სისტემა უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამის მიზეზია ჩინეთის ხელისუფლების შესაძლო ჩარევა კანადის არჩევნებში 2019-2021 წლებში.
ასეთი რეესტრის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც მოქმედებენ უცხო სახელმწიფოს სახელით მისი მიზნების მისაღწევად, უნდა გაამჟღავნონ თავიანთი კავშირები მთავრობასთან, რომელიც მათ ასაქმებს. მსგავსი რეესტრები აქვთ შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიას.
კანადურმა მედიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა დეტალური ცნობები, ანონიმურ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით, რომელშიც ჩინეთის მიერ 2021 და 2019 წლებში კანადის არჩევნებში ჩარევის სქემებია მოცემული.