ბოლო ამბები
ივლისი 16, 2024

თბილისში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გაიხსნა

ოქტ28,2023
გაზიარება

თბილისში  ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი“ გაიხსნა, რომელიც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს.

თავშესაფარი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მოემსახურება ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათზე დამოკიდებულ პირებს.

თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლები/დაზარალებულები უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციით, სამართლებრივი მომსახურებით და სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებით.

თავშესაფარი გაიხსნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.

სხვა ამბების წაკითხვა