ბოლო ამბები
17/02/2025

ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან, მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული

გაზიარება

“უკრაინის გაწევრიანება იქნება ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გადაწყვეტილება ამ ათწლეულის განმავლობაში.”- წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში, რომლის განცხადებამაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, როდესაც ზელენსკიმ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სამომავლოდ, ბელარუსთან ერთად განიხილა.

“ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან, მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული.

დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი თანამედროვე ევროპის მხარეს ხართ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ”- წერს ზელენსკი.

 

სხვა ამბების წაკითხვა