“ქართული ოცნების” მხარდამჭერი მანჩო გიორგობიანი ეხმიანება ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს, რომელშიც ის არ გამორიცხავს უკრაინული მაიდნის განმეორებას თბილისში, რაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით და ხელისუფლების ცვლილებით დასრულდება.
“ცოფებს ვყრი, აი ეს მოიტანა დასავლეთისგან თავსმოხვეულმა კოაბიტაციამ და დეპოლარიზაციის მოთხოვნამ, იმიტომაც ვბრაზდები!
ამ ნაძირალასთან ერთად აქციაზე და ერთ მოედანზე დგომა კი არა, ამ ქვეყანაშიც არ უნდა დაედგომებოდეს, ჩვენ თუ თავმოყვარე ერი გვქვია საერთოდ..
“ორგვამა” ვანო რომ დაჯდება და კიდევ გაბედავს, მაიდნის მოწყობით დაგემუქრება, კორდონის გარღვევას და სააკაშვილის მოტაცებას დაგიანონსებს, ახალგაზრდების მუხტზე რომ აპირებს შემოჯდომას ეს თახსირი და ისევ ხელისუფლებაში მობრუნებას რომ გეგმავს მკვლელი ენაბლუ უვიცი.
საპროტესტო მიტინგის მერე გვამებს რომ გვიყრიდა ჯიხურის თავზე, ათასზე მეტი დაპატიმრებული ადამიანი რომ ძვლებში დალეწეს და ბევრი სამუდამოდ დააინვალიდეს, დარბევის კადრების გავრცელებისთვის ჟურნალისტები რომ ჯაშუშებად გამოაცხადეს და ციხეში ჩაყარეს, ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში რომ ხვრეტდა ვანოს პოლიცია, ხელაწეულებს ესროდნენ და კიდევ რამდენი სიმწარე გვახსოვს ამ სისხლისმსმელებისგან, რა დეპოლარიზაციას, რა შერიგებას გვთხოვს დასავლეთი ამ სერიულ მკვლელებთან, გამაგებინეთ ერთი რა!
არასდროს დამავიწყდება “ის ცხრა წელი” და ამ ჩვენ ახალგაზრდებსაც ათასჯერ რომ მოგვიწიოს, ათასჯერ უნდა მოვუყვეთ რომ მათი ტოლი ბავშვები ასობით ჰყავთ მოკლული, ციხეებში გაუპატიურებული, ხერხემალში გადამტვრეული და მათი მთავრობის დროს რამე მოთხოვნას შეგისრულებდნენ კი არა, სათითაოდ ჩამოგივლიდნენ პროტესტანტებს ოჯახებში, აგყრიდნენ და დედ-მამიანად ამოგალპობდნენ ციხეებში, სამუდამოდ დაგინგრევდნენ ცხოვრებას.
გაიკითხეთ რა უქნეს არასრულწლოვანი 15 წლის გიორგი ზერეკიძის და 14 წლის ალექსიძის ოჯახებს, დაარბიეს და დააქციეს სამუდამოდ… ნახეთ კადრები როგორ დახვრიტეს ხელებაწეული 19 წლის ბუტა რობაქიძე… ასობით ჩაცხრილულის გვარებსაც ჩამოგითვლით, თუ დაგაინტერესებთ ახალგაზრდებს, იმ ბავშვების სისხლზე მოგიტანეთ და ჩვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის რისკის ფასად მოგიტანეთ თავისუფლება.
ლაღად რომ იდექით და აპროტესტებდით ეს დღეები, მთავრობამაც რომ უკან დაიხია და გაგამარჯვებინათ ესეც უნდა დააფასოთ… მერაბიშვილ-სააკაშვილის ბანდასთან ერთად კიდევ, ერთი ჰაერის ჩასუნთქვაც არ უნდა იკადროთ, არა თუ ერთ სივრცეში დგომა…
მაპატიეთ, ცოტა არეულად ვწერ, ყველა ბოროტება გამახსენდა “იმ ცხრა წლის” – მიწაში ჩადებული სანდრო, გიორგი, ზურა და კიდევ რამდენი… ძალიან გავმწარდი…”– წერს მანჩო გიორგობიანი.