22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ომი გინდათ? ომს გაჩვენებთ! – გიორგი ქარდავას პასუხი დავით ქაცარავას მოწოდებაზე

მულტი მედია•
სარეკლამო ბანერი

“კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი ქარდავა ეხმიანება დავით ქაცარავას მოწოდებას, რომ 14 მარტს, “ალტ-ინფო”-ს ოფისთან შეიკრიბონ.

შეგულიანებულმა დასავლეთმა “ქართული ოცნების” უნიათო უკან დახევის შემდეგ გადაწყვიტა ეროვნული ფლანგის დამარცხებაც, მათ მშვენივრად ესმით რომ ერთადერთი ორგანიზებული ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოში ლიბერალური “მაიდანი” ძირშივე აღკვეთოს სწორედ ჩვენ, ეროვნული ხალხი ვართ. ამიტომაც გადაწყვიტეს “ფერადებმა” მათ რიგებში საყოველთაო ეიფორიის ფონზე ჩვენი ოფისის დარბევა.

მოკლედ ძმებო, გამოწვევა მიღებულია, ჩვენც დავხვდებით. 14 მარტს, დილის 10:00 საათზე სააკაძის მოედანზე ვიკრიბებით. ომი გინდათ? ომს გაჩვენებთ!”- წერს გიორგი ქარდავა.

შეგახსენებთ, დავით ქაცარავა “ალტ-ინფო”-ს ჯგუფის წარმომადგენლებს მის მეუღლესა და შვილზე თავდასხმაში ადანაშაულებს.