ბოლო ამბები
07/11/2024

მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომელიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს – პრეზიდენტი (ვიდეო)

გაზიარება

მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომელიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს”- ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, პარლამენტში, მმართველი პარტიის წარმომდგენლების, ალუდა ღუდუშაურისა და ირაკლი ბერაიას მიიერ ოპოზიციონერი დეპუტატების: ანა წითლიძისა და თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანების მიმართ უნდა გატარდეს უმკაცრესი ზომები, რათა პარლამენტს სახე შეუნარჩუნდეს.

“მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს.

ეს სრულიად მიუღებელია და ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის.

მე არ ვიცი რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე როცა თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი რა არის.

მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!”- განაცხადა პრეზიდენტმა ვიდეოპროტესტში.

ამ თემაზე:

შენ ხარ ბანძი – შენ ხარ დებილი – ანა წითლიძე და ალუდა ღუდუშაური ერთმანეთს (ვიდეო)

რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია არცთუ სახარბიელოდ მოიხსენიებს ჩემს კომიტეტს არის ის, რომ აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომის, გაშხლართვის და გამოთრობის საშუალება არ ეძლევა – ირაკლი ბერაია (ვიდეო)

სხვა ამბების წაკითხვა