ბოლო ამბები
12/10/2024

რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია არცთუ სახარბიელოდ მოიხსენიებს ჩემს კომიტეტს არის ის, რომ აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომის, გაშხლართვის და გამოთრობის საშუალება არ ეძლევა – ირაკლი ბერაია (ვიდეო)

გაზიარება

“ქალბატონი თეონა აქუბარდია არის არათუ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო, მარია ზახაროვას ანალოგი.

სამწუხაროა, რომ მან, ჩვენს კომიტეტში (თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი) 4-ჯერ მისცა ხმა მისი თავმჯდომარეობის მაოდგილეობას, მან აირჩია კონფრონტაციის გზა, ის ჩამოყალიბდა სერიულ მატყუარა და სამარცხვინო ადამიანად და ასეთი ადამიანები არ არიან ღირსი იყვნენ არათუ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ ამ კომიტეტთან მოახლოების შესაძლებლობა.

მე გეტყვით რეალურ მიზეზს, არ მინდოდა ამის თქმა, აქ არ არის სახელმწიფო ინტერესებზე ფიქრი ან ოკუპაციაზე წუხილი.

რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ყოველთვის მოიხსენიებს ჩვენს კომიტეტს და მეც არცთუ სახარბიელოდ, მე არ მინდა ის სიტყვები ვთქვა – ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება, მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან სელფების გადაღებისა და “გაფეისბუქების” შესაძლებლობა, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომის, გაშხლართვის და გამოთრობის საშუალება და ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება რაზე ვსაუბრობ, შესაბამისად, მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს”– განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ბერაიას ამ განცხადებას თეონა აქუბარია ფეისბუქზე გამოეხმაურა:

“ის, რაც “ოცნების” კაცუნა ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუსის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია ოცნებას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან.

ამას ალბათ გაგრძელებაც მოჰყვება, მაგრამ სუსს და “ოცნებას” ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!”- წერს თეონა აქუბარდია.

იხილეთ თეონა აქუბარდიას გამოსვლა პარლამენტში:

სხვა ამბების წაკითხვა