22/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

ეს გადაწყვეტილება არის ბოროტება – ჰერმან საბო საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

“ეს გადაწყვეტილება არის ბოროტება! ბოროტი იქნება ყველა, ვინც ამას მხარს დაუჭერს”- ასე აფასებს “თავისუფალი ხალხის პარტიის” წარმომადგენელი ჰერმან საბო “ქართული ოცნების” მიერ  სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას.

“რამდენი ბოროტება აქვს ქართული ოცნებას” ჩადენილი, მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას კოჭი გაუგოროს, ან ვიღაცის გული მოიგოს, ან რაღაციდან ყურადღება გადაგვიტანოს!
ეს გადაწყვეტილება არის ბოროტება! ბოროტი იქნება ყველა, ვინც ამას მხარს დაუჭერს!

ორი ადამიანი თუ თანხმდება, რომ ერთმა მეორეს ბავშვი გაუჩინოს, თუნდაც ფულის ფასად, სამყაროში არავინ არ ეკითხება მესამე პირს, ამ ურთიერთობაში ჩაერიოს და შვილის ყოლის ბედნიერება წაართვას იმ ოჯახს, რომელიც სხვა მხრივ უშვილოდ დარჩებოდა.

შვილის ყოლის სურვილი ადამიანს თითქმის ბიოლოგიურ დონეზე აქვს. უამრავი ოჯახია, რომელსაც სუროგაციის გამო ჰყავს შვილი!
თუ ასეთი ხარ და ხმას არ ამოიღებ, პოზიციას მაინც არ დააფიქსირებ, რა სინდისით მოეფერები იმ შვილს?”– წერს ჰერმან საბო.