საქართველოში სუროგაციის აკრძალვა იგეგმება. ამ საკითხზე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 22 ნოემბერს, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კირცხალიამ გაავრცელა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ამ საკითხზე მმართველ გუნდს აქტიური კომუნიკაცია აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან.
„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე“, – განაცხადა კირცხალიამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს





