ბოლო ამბები
მაისი 27, 2024

უცოდინართა საყურადღებოდ, ახლა რომ შემოაგდო ხელისუფლებამ, კანადა იღებს უცხოური გავლენის აგენტურაზე კანონსო

მარ12,2023
გაზიარება

არჩილ გამზარდია “უცოდინართა” საყურადღებოდ განმარტებას აკეთებს კანადაზე, რომელიც აპირებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე რეესტრის შექმნას.

“უცოდინართა საყურადღებოდ, ახლა რომ შემოაგდო ხელისუფლებამ, კანადა იღებს უცხოური გავლენის აგენტურაზე კანონსო – კანადა შედის სრული დემოკრატიის მქონე ქვეყნებში (დემოკრატიის ინდექსით 10 ქულა), საქართველო კი შედის ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყანაში (დემოკრატიის ინდექსით 5 ქულა).

ეს ნიშნავს იმას, რომ სრული დემოკრატიის მქონე ქვეყანაში კანონი არ ხდება საშიში დიქტატისა და პოლიტიკური დევნის რისკით, ხოლო ჰიბრიდული რეჟიმისთვის ეს პირდაპირი საშიშროებაა.

კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, დანით რომ პურს ვჭრით ზრდასრულები სახლში, მცირეწლოვან ბავშვებს მას არ ვაძლევთ რადგან შესაძლებლობა, რომლითაც ჩვენ ვკვებავთ შვილს, ბავშვის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს სასიცოცხლო.

სტუდენტ-ახალგაზრდებო, განსაკუთრებით თქვენ გაითვალისწინეთ და განუმარტეთ ერთმანეთს, რომ ვინმემ შეცდომაში არ შეგიყვანოთ.

სახელისუფლებო პროპაგანდისტები კი მოეშვით ბოდვას, ნებისმიერ თქვენ ცრუ პროპაგანდას აგაფარებთ სახეზე. გააზიარეთ რომ გამოიყენოთ არგუმენტად.

+ კანადას ეს ჩინური აგენტურის რისკების გამოსავლენად სჭირდება.”– წერს გამზარდია.

სხვა ამბების წაკითხვა