ბოლო ამბები
13/09/2024

“ავერსის კლინიკიდან” გაქცეული სამივე პატიმარი დააკავეს

გაზიარება

“ავერსი”-ს კლინიკიდან, 1 ნოემბერს გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. ამ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში:

“სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.

მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის.

მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.

დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა.

ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს.”- წერს რატი ბრეგაძე.

არსებული ინფორმაციით, სამივე პატიმარი 18 წელს მიუღწეველი პირია და ერთ-ერთ მათგანს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.

აღნიშნულ საქმეზე ასევე დააკავეს ბადრაგი, რომელიც პატიმრებს ახლდა.

სხვა ამბების წაკითხვა