ბოლო ამბები
მაისი 6, 2024

ძალიან მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ უარი მითხრა ინტერვიუზე და პირდაპირ შემომითვალა, მიშასთან ასოცირდებითო

ნოე2,2023
გაზიარება

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ხვიჩა კვარაცხელიას წარდგენას ოქროს ბურთის ღონისძიებაზე, რომელიც პარიზში გაიმართა და ამბობს, რომ ძალიან უხარია მისი წარმატება, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ინტერვიუზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ ის მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება.

მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ ინტერვიუზე უარი კვარაცხელიას მისმა წარმომადგენელმა ათქმევინა.

“ძალიან მიხარია, ძალიან მიუხედავად იმისა რომ ამ ზაფხულს ინტერვიუზე უარი საოცარი მიზეზით მითხრა, პირდაპირ შემომითვალა, არ მოგცემთ ინტერვიუს, მიშასთან ასოცირდებითო

მაინც მიხარია და წარმატებას კი არა უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მარტო იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანაა იქ სადაც თამაშობს, იმიტომ, რომ სასწაული მემართება როცა ათასობით ადამიანი სტადიონზე კვარაცხელიას ყვირის, იმიტომ, რომ ემიგრაციაში მყოფი ქურდბაცაცა თანამემამულეების საპირწონეს დებს.(დავაკონკრეტებ საერთაშორისო მედიაში არ ხვდებიან ისინი ვინც შრომობენ, შრომობენ და შრომობენ, მაგრამ ხვდებიან ისინი, ვინც ქურდობს და ყაჩაღობს).

იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უამრავი ბავშვისთვის მაგალითად იქცა და მოტივაციად, იმიტომ, რომ ნეგატივით სავსე ქვეყანაში ათასობით ადამიანს აბედნიერებს …. და ობიექტურად თუ შევხედავთ, სულ არ იცის ხვიჩა კვარაცხელიამ ვინაა მანანა მანჯგალაძე,  აი საერთოდ და ამაზე კიდევ უფრო მეცინება, დარწმუნებული ვარ იმ დროს ბურთის გარდა არაფრით ინტერესდებოდა.

რა ქნას ახლა აგენტი რომ ჰყავს ბნელი და კიდევ ვიღაცეები ახლო-მახლო. წარმატებები და გამარჯვები. საუკეთესო წამები – წუთები, გოლები და თამაშები წინ არის”- წერს მანანა მანჯგალაძე.

სხვა ამბების წაკითხვა