ბოლო ამბები
10/12/2024

რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს ევროპისკენ მიმავალი გზა არ არის – ნინო შალამბერიძე

გაზიარება

ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს ვაკვირდები და არ დავმალავ გაოცებას, რადგან რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს ევროპისკენ მიმავალი გზა არ არის.”– წერს ჟურნალისტი ნინო შალამბერიძე სოციალურ ქსელში და ეხმიანება 8-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით:

“არც რუსთავლის თეატრზე მიხატული ფალოსია ევროპა, ეს უფრო მარაზმი და უვიცობაა იმ ახალგაზრდებისა, ვინც ამას აკეთებს და ამ ახალგაზრდებზე საქართველოს მომავალი ვერ დადგება.

რადგან მათ არ იციან პატივისცემა ისტორიას,კორიფეების, იმის, რაც სუფევდა რუსთაველის თეატრის კედლებში.

ევროპა დიალოგი, პოლემიკა, და ნიჭიერი ახალგაზრდობაა. ის ახალგაზრდობა, რომელიც დღეს ქუჩაში გამოვიდა არის მართული და ცუდად გამოყენებული. ჩვენ შეგვიძლია მშვიდი ფორმებით მოვითხოვოთ ყველაფერი.

არა მტვრევით და ამბოხით. ამავდროულად მადლობა სათქმელია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ასუფთავებდნენ ქალაქს, საამაყოა მათი მაღალი შეგნება.

ვფიქრომ, ამ ახალგაზრდებთან მთავრობამ დიალოგი უნდა გამართოს, რომ კონსესუსი მოიძებნოს.

ვერ დავეთანხმები ღვთისმაგინებელ ადამიანებს და მეტი სიფრთხილით მოვეპყრათ სარწმუნოებას სჯობს. 

სირცხვილი და მარაზმია შორიდან გაქეზება ტაშის ,,ტყლაშუნი,, და შეძახილი იმისა რომ სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოხდეს, ეს ყველაზე დიდი სირცხვილია იმ ე.წ ემიგრანტებიდან, რომლებიც სამშობლოში არ არიან.

კითხვა მაქვს ამ ადამიანებთან, ასე გამალებით რომ მოითხოვენ ომს, დამხობას და არეულობას, ერთი აგური მაინც გაქვთ დადებული ქვეყნის აღმშენებლობაში?

დაუფიქრდით რას სჩადით და როგორ მოქმედებთ. ჩვენ ყველაფერს ვხედავთ მართულ ძალებსაც და რეალურად მოაზროვნე ახალგაზრდებსაც.

დროა, მედიამ დაიმკვიდროს რეალური ადგილი და შეასრულოს ფუნქცია რომელიც მას აკისრია”- წერს ნინო შალამბერიძე.

სხვა ამბების წაკითხვა