ამ წუთისათვის ჩვენ ჰაერს ვაგებთ, რუსები გვებრძვიან თანამედროვე “სუ 35- ებით”- განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ 5 ნოემბერს, “ფორმულის” ეთერში ჩართვისას.
ის იზიარებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ ვალერი ზალუჟნის განცხადებას, რომ ომი “პოზიციური” ხდება და საჭიროა ტექნიკური განახლება.
ნადირაძის თქმით, რუსებს ადამიანური რესურსები ძალიან დიდი აქვთ, რომელიც 300 ათასზეა ასული, ვინაიდან მათთვის სიცოცხლეს ფასი არ აქვს.
წამყვანის შეხსენებაზე, რომ F-16-ები უკვე გზაშია, ნადირაძე პასუხობს, რომ ეს დღეს და ხვალ არ მოხდება და სჭირდება რამდენიმე თვე.
ნადირაძის თქმითვე, მოსაზრება, რომ რუსებს შეიარაღება და რესურსები უმთავრდებათ, სიმართლე არ არის და პირიქით, ის უფრო ივსება.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს