ბოლო ამბები
12/12/2024

მაქვს ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ეს ჰგავს დადგმულ პროვოკაციას – დიტო ჩუბინიძე სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე

გაზიარება

“მაქვს ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ეს ჰგავს დადგმულ პროვოკაციას”- განაცხადა ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ 6 ნოემბერს, ტელეკომპანია “სეზონი”-ს ეთერში, როდესაც კომენტარი გააკეთა გორის რაიონის სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლების მიერ, საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტზე.

“მე მინდა ქედი მოვიხარო აწგანსვენებული თამაზ გინტურის სულის წინაშე. გაგახსენებთ, 1 კვირა იქნება გასული სიუჟეტიდან, როდესაც თქვეს, რომ დრონებით შემოვიდნენ ლომისის წმინდა გიორგის ტაძარში და “ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზიები რა რიტორიკას ეწეოდნენ.

ვიცნობ რა ამათ ფსიქიკას, ამათ წარსულს, ამათ ლეშიჭამიობასა და სისხლისმოყვარეობას, მაქვს ძალიან სერიოზული ეჭვი, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე ხელს ვერავის ვერ დავადებ და ვერ დავაბრალებ, მაგრამ მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს, რაღაცნაირად ჰგავს დადგმულ პროვოკაციას.

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, სააკაშვილი, ეს ავადმყოფი კაცი ნიკუტა გვარამიას რას ეუბნებოდა “რუსთავი2″-ის ეზოში რა უნდა გავაკეთოთ ჩვენო, რომ მთლად უკეთესი იქნება, თუ კარავში ფეხმძიმე ქალს მოვკლავთო. ამ ფსიქიკის ხალხთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ ამათ, ეს უბედურება ჩაიდინონ”– განაცხადა დიტო ჩუბინიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა