დიახ, არა ნაცებს, ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში – ბესიკ ხარძიანის ქალიშვილი

377
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

რუსთაველის თეატრის წინ მოქალაქეთა შეკრება-აქცია სახელწიოდებით “მე ვიცავ თავისუფლებას” მიმდინარეობს. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო 2015 წელს მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის ქალიშვილი ქეთა ხარძიანი, რომელმაც დამსწრე ადამიანებს მიმართა.

“მოგესალმებათ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის, ბესო ხარძიანის შვილი, რომელიც ჯერ დააკავეს უკანონოდ, შემდეგ აწამებდნენ პერიოდულად, სანამ ქონება არ დაათმობინეს და ბოლოს სახლში, კიბეებზე მოკლეს.

დღეს მათ უნდათ, რომ დაბრუნდნენ პრეზიდენტად და შემდგომში ალბათ ხელისუფლებაშიც. მგონია, რომ 2012 წელს თავისუფლება მოვიპოვეთ ძალიან რთულად, ადამიანების წამებისა და სიცოცხლის ფასად, ხოლო ეს თავისუფლება არ უნდა დავკარგოთ, ჩვენ ყველა ერთად რომელიმე პარტიის გვერდით კი არ უნდა ვიდგეთ, არამედ ჩვენი თავისთვის, რათა აღარ იყოს სხვა გირგვლიანები, ხარძიანები და ა.შ.

მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ და აღარ დავუშვათ, რომ ოჯახები გაუბედურდნენ. წარმოუდგენელია, რომ დღეს ისევ აქ ვდგავართ და არა ნაცებს ვიძახით, დიახ, არა ნაცებს, ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში და ეს პარტია საერთოდ უნდა აიკრძალოს”– განაცხადა ქეთა ხარძიანმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE