გარდა ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრებისა იქ ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც იყო მაგრამ არა ასეთი აგრესიული, მშვიდად იდგნენ აპროტესტებდნენ, უბრლაოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ “იმედი”-ს გადაცემა “იმედის კვირა”-ში სტუმრობისას, როდესაც გამოეხმაურა 8-9 მარტს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს.
“მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ეს ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი შვილები, ჩვენი დები და ძმები, არ უნდა იყვნენ ამ დიდ შეთქმულებაში ნებით თუ უნებლიედ ჩართულნი“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.